"დედის გარეშე ერთი ღამე არ გაუთევია... სულ კითხულობს, ამბობს, დედა მომიყვანეთო" - 24 წლის ახალგაზრდა უმძიმეს დაავადებას ებრძვის - კვირის პალიტრა

"დედის გარეშე ერთი ღამე არ გაუთევია... სულ კითხულობს, ამბობს, დედა მომიყვანეთო" - 24 წლის ახალგაზრდა უმძიმეს დაავადებას ებრძვის

24 წლის მარიამ ლაბაძე უმძიმეს დაავადებას ებრძვის. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლებელები საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას. თუ როგორია ახალგაზრდა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შესახებ მარიამის მეუღლე, ალიკო შუბითიძე გვესაურება:

- როდის გახდა მარიამი ავად? რა დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა?

- თავიდან ყველაფერი კენჭის გავლით დაიწყო. მიმდინარე წლის 28 მაისს წავიყვანეთ ღუდუშაურის კლინიკაში და იქ გავიგეთ პირველად, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ორი თვე დავყავით საავადმყოფოში, თირკმელებზე ვმურნალობდით, მაგრამ თანდათან მდგომარეობა გართულდა და

ფილტვებზეც დასჭირდა ოპერაცია. ახლა ისევ ფილტვებზე გვაქს ოპერაცია გასაკეთებელი, სეფსისი აქვს და თირკლმებიც არ მუშაობს სრულფასოვნად.

- ახლა სად მკურნალობს მარიამი?

- თურქეთშია. ჯერ აჯიბადენის სავადმყოფოში გვყავდა, მერე კი სხვაგან გადავიყვანეთ იმიტომ, რომ ფინასნსურად ვერ შევწვდით იქ მკურნალობას. ახლაც სხვა კლინიკაში გადაგვყავს რეანომობილით, რადგან საკმარისი თანხები მკურნალობისთვის არ გვაქვს და ვეძებთ ისეთ საავადმყოფოს, სადაც შედარებით შეღავათიანი იქნება მკურნალობის საფასური.  იხილეთ სრულად