მაშველებმა სათაფლიის ნაკრძალში დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქე იპოვეს
მაშველებმა სათაფლიის ნაკრძალში დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქე იპოვეს
მაშველებმა სათაფლიის ნაკრძალში დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქე უვნებელი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში, სათაფლიის ტყეში ორ მოქალაქეს გზა აებნა და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდა. ტურისტების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა იმერეთის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი.

საძიებო სამუშაოების შედეგად, სათაფლიის ნაკრძალში უვნებლად ნაპოვნია დაკარგული ორი, 17 წლის მოქალაქე. ისინი მეხანძრე-მაშველების მიერ გადაყვანილები არიან უსაფრთხო
ადგილზე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამძებრო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ჯგუფის გარდა, ჩართული იყო წყალტუბოს კრიმინალური პოლიციის ჯგუფი და სათაფლიის ნაკრძალის რეინჯერი.

"ინტერპრესნიუსი"

lali
07 აგვისტო 2019 23:20
ესენი დაკარგულებს არა ,მარა დაბოლილებს კი გვანან....

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა