"ცდილობს თავი არ მოიკლას" - რას ჰყვება მაგდა პაპიძისა და კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდადებულ ბექა შენგელიას მოძღვარი - კვირის პალიტრა

"ცდილობს თავი არ მოიკლას" - რას ჰყვება მაგდა პაპიძისა და კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდადებულ ბექა შენგელიას მოძღვარი

მისი ცხოვრება ხან ბურუსით იყო მოცული, ხან კი ნათლით. საკუთარი თავის ძიებამ, უპასუხო სიყვარულმა და ათეიზმმა აღმა-დაღმა ატარა. დღეს მამა გურამ ოთხოზორია ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძისა და კანიბალიზმში ბრალდებულ ბექა შენგელიას მოძღვარია. მასთან ინტერვიუ გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ჩაწერა, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

- როგორ გახდით მაგდა პაპიძისა და კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდადებულ ბექა შენგელიას მოძღვარი?

- მე ყოველთვის დავდიოდი საპატიმროებში, კვირაში ხუთი დღე დილიდან საღამომდე იქ ვიყავი. ყველა მოძღვარს აქვს თავისი მიმართულება, ჩემი არის ციხეში ანაზღაურების გარეშე სიარული. როდესაც მაგდა პაპიძის, მოგვიანებით კი ბექა შენგელიას ამბავი გავიგე, გამიჩნდა სურვილი, მენახა. მაგდას როგორც კი გამოუტანეს განაჩენი, მასთან იმ დროიდან დავდივარ. რომ დამინახა, ჩამეხუტა, ატირდა. მე თუ მასთან შევდივარ, სულაც არ ნიშნავს, რომ ვამართლებ. ჩემი მისიაა როგორმე ღვთის ნათელი შევიდეს მასში, რომ შეძლოს მონანიება და მიხვდეს, რომ ღმერთი არ დასჯის ამის გამო. მაგდა ხატავს, თავისი სამყარო აქვს და ცდილობს თავი არ მოიკლას.

- "კანიბალიზმის საქმე" - ასე მოინათლა ბექა შენგელიას საქმე. - ბექასთან საათობით ვსაუბრობ. ის ამბობს, რომ ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს. ბექა შენგელია სამჯერ ვკითხე, გათავისუფლების მანიფესტი რომ შემოვიდეს შენთან, რას იზამ-მეთქი და მითხრა, რომ უარს იტყვის.

- რატომ? - ამბობს, რომ ციხეში იპოვა თავი, უსასრულო პერსპექტივა აქვს, რომ ღმერთი და საკუთარი თავი შეიცნოს. გარეთ ყოფნის გამო ვერ დავთმობ ამ კომფორტსო.

- რას ამბობს, რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული?

- ბექა თავის თავს ეძებდა, მაგრამ არასწორად. როდესაც ადამიანს სიმდაბლე აკლია, ამპარტავნებაში გადადის. მან დიდი სულიერი ძალა აღმოაჩინა თავის თავში და იფიქრა, რომ ყოვლისშემძლეა, მაგრამ ვერ მართა ეს ძალა. ახლა უვადო პატიმარია. უკვე იპოვა საკუთარი ძალის მართვის სადავეები და აღარ უნდა გარეთ გამოსვლა. იხილეთ სრულად