ვინ არის ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ბაღდადში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ვინ არის ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ბაღდადში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა წყვილი გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს "ბეემვეს" მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. მათივე ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ შეეჯახა მოტოციკლს, რომელზეც ორი ახალგაზრდა იჯდა, შემდეგ კი ბორდიურზე ავარდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მოტოციკლს მართავდა 19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც ადგილზევე დაიღუპა, საავადმყოფოში გადაიყვანეს ამავე ასაკის გოგონა, ზივზივაძის შეყვარებული მარიამ მაჩიტიძე. სამწუხაროდ, გოგონა საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გაგრძელება