"შვილებს ვუთხარი: თუ სროლას დაგვიწყებდნენ, სხვადასხვა მხარეს გავიქცეთმეთქი. ასე ერთი მაინც გადამირჩებოდა"
07-08-2019
"შვილებს ვუთხარი: თუ სროლას დაგვიწყებდნენ, სხვადასხვა მხარეს გავიქცეთმეთქი. ასე ერთი მაინც გადამირჩებოდა"
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები იხსენებენ. "ინტერპრესნიუსისა" და ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადამღები ჯგუფი დღეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს გაესაუბრნენ, რომლებსაც 11 წლის წინ განვითარებული მოვლენები უშუალოდ შეეხოთ და აგვისტოს 5-დღიანი ომის მემატიანეები არიან.

ერთ-ერთი მათგანი სოფელ ერგნეთში მცხოვრები ლიანა ჩლაიძეა, რომელმაც საკუთარ სახლში აგვისტოს ომის მუზეუმი შექმნა და მასში ის ნივთები განათავსა, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ნასროლ ტყვიებს და ნაღმებს გადაურჩნენ.

2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენები გაიხსენა ერგნეთის კიდევ
ერთმა მცხოვრებმა მაყვალა ჩლაიძემ და აღნიშნა, რომ "11 წლის წინანდელი შეგრძნებები არასდროს განელებია".

"ჩემს შვილებს ვუთხარი: თუ სროლას დაგვიწყებდნენ, სხვადასხვა მხარეს გავიქცეთმეთქი. ასე ერთი მაინც გადამირჩებოდა. ჩემი შვილიშვილი მეკითხებოდა, ბებო არ მცივა და რატომ ვკანკალებო. ამის გახსენება მიჭირს ყველაზე მეტად", - განუცხადა მაყვალა ჩლაიძემ "პალიტრანიუსს".

აგვისტოს 5-დღიანი ომის გმირებისა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლების დღევანდელი ყოფის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსი" ვრცელ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
16-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?