"ის იყო უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი" - ვინ იყო მამაკაცი, რომელიც ზღვაში ძაღლის გადარჩენის დროს დაიხრჩო - კვირის პალიტრა

"ის იყო უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი" - ვინ იყო მამაკაცი, რომელიც ზღვაში ძაღლის გადარჩენის დროს დაიხრჩო

ქობულეთში, საკუთარი ძაღლის გადარჩენის დროს, 51 წლის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა 5 აგვისტოს, ქობულეთში მდინარე კინტრიშსა და ზღვის შესართავთან მოხდა.

გარდაცვლილი ავთანდილ ცხვედიანია და როგორც მისმა მეგობარმა პაატა ქუთელიამ AMBEBI.GE-ის განუცხადა, ცხვედიანმა ერთი ძაღლის გადარჩენა მოასწრო, მეორესთან ერთად კი დაიღუპა.

მეგობრის თქმით, ავთანდილ ცხედიანს შვილები არ ჰყავდა და ძაღლებზე ზრუნვით იყო დაკავებული.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა... 51 წლის იყო ავთო, ჩემი უახლოესი მეგობარი. ძაღლები ჰყავდა, ერთ-ერთის გადასარჩენად შევიდა აღელვებულ ზღვაში, რა დროსაც დაიხრჩო. გაგრძელება