პარლამენტთან დღევანდელი აქცია საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლის თავს ეძღვნება - კვირის პალიტრა

პარლამენტთან დღევანდელი აქცია საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლის თავს ეძღვნება

პარლამენტთან დღევანდელი აქცია საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლის თავს ეძღვნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოვლენ ის სპიკერები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ აგვისტოს ომთან. მისი თქმით, მათ შორის იქნებიან დეპუტატები, ბავშვები, ჯარისკაცები, აგვისტოს ომში დაღუპულების ოჯახის წევრები. რომლებიც თავიანთ სიტყვას დაიწყებენ სიტყვებით: "2008 წლის 7 აგვისტოს მე...".

"დღევანდელი აქცია ეძღვნება 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს. ცხადია, 11 წლისთავი იმდენად მნიშვნელივანი თარიღია, რომ ამ დღეს ვუთმობთ განსაკუთრებულ ყურადღებას. გვეყოლებიან თემატური სპიკერები და ყველა სპიკერი გამოსვლას დაიწყებს სიტყვებით: "2008 წლის შვიდ აგვისტოს მე..." - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, დღეს ფოტოების სახით, წარმოდგენილი იქნება ქრონოლოგია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ასახავს - "1 გვისტოდან, 15 აგვისტოს ჩათვლით და მის შემდომ განვითარებულ მოვლენებს".

ორგანიზატორების განცხადებითვე, დღეს 408 ფრანს აუშვებენ, აგვისტოს ომში დაღუპული სამოქალაქო და სამხედრო ადამიანების სახელზე. ასევე შესრულდება საქართველოს ჰიმნი. შეგახსენებთ, რომ დღეს ანტისაოკუპაციო აქციის 49-ე დღეა.