როგორი ამინდი იქნება საქართველოში 10-12 აგვისტოს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 10-12 აგვისტოს

13 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 10 აგვისტომდე, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მაღლობში 27-29 გრადუსამდე, დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი 32-33 გრადუსამდე დათბება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ რაიონებში ტემპერატურის მატება 30-32 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

10 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან, 11 აგვისტომდე კი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მათ შორის სანაპირო რაიონებში, ჰიდრომეტეოროლოგები წვიმას ვარაუდობენ. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის 23-25 გრადუსამდე კლება. სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია დასავლეთის ქარი.

ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის ნავარაუდევი დედაქალაქში.

12 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან კი, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 13 აგვისტოდან კი ჰიდრომეტეოროლოგები, ქვეყნის მასშტაბით გამოდარებას პროგნოზირებენ.

"ინტერპრესნიუსი"