სკოლებში ფიზიკას, ბიოლოგიას და ქიმიას ერთ საგნად აღარ ასწავლიან - კვირის პალიტრა

სკოლებში ფიზიკას, ბიოლოგიას და ქიმიას ერთ საგნად აღარ ასწავლიან

VII კლასში ფიზიკა, ბიოლოგია და ქიმია წლევანდელი სასწავლო წლიდან კომბინირებულად აღარ ისწავლება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს VII კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში ძირეული ცვლილებები ელოდებათ. მარიამ ჩიქობავას განმარტებითვე, სასწავლო პროგრამები სრულად განახლებულია და 2019-2020 სასწავლო წლისთვის მოსწავლეები მე-7 კლასში ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

"სხვა ბევრ სიახლესთან ერთად, კიდევ ერთი ამბავი გვაქვს. თუკი აქამდე მე-7კლასში კომბინირებული სახით ისწავლებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ახლა ეს საგნები დაიშალა, არ გვექნება კომბინირებული კურსი. წლევანდელი სასწავლო წლიდან სიახლე ისაა, რომ მე-7 კლასში ისწავლება ბიოლოგია და ფიზიკა, ხოლო მერვე კლასიდან - ქიმია," - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

"ინტერპრესნიუსი"