"ნამეტანი ფხიანია გვარამია და დაგახრჩობთ მაგის გადაყლაპვა" - რას წერენ "ფეისბუკში" გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე - კვირის პალიტრა

"ნამეტანი ფხიანია გვარამია და დაგახრჩობთ მაგის გადაყლაპვა" - რას წერენ "ფეისბუკში" გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე

გენერალურმა პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, "გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია".  ამასთან, ბრალის წარდგენის მიზნით ნიკა გვარამია პროკურატურაში დაიბარეს. (იხილეთ სრულად)

პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელში:

გიგი უგულავა, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი: "ასე მშვიდი და მზრუნველი პროკურატორი მე ჯერ არ მახსოვს

პ.ს. ნიკა გვარამია კაპიტულაციის ჩაბარებაში დიდი კონკურენციაა. ასე მარტივად ვერ დაგითმობთ" ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი: "ბიძინა ივანიშვილი, ნამეტანი ფხიანია გვარამია და დაგახრჩობთ მაგის გადაყლაპვა, მაგრამ ჩვენც ეგ გვინდა და მასაც. ამიტომ ეჭვი მაქვს თავსაც ძალით გაყლაპინებთ... რ2 უნდა გააკოტრონ. სხვანაირად ქიბარს ხელში შერჩება მილიონობით დავალიანება და ასევე საჭირო მილიონები რომ მიმდინარე ვალდებულებები ისტუმროს. ბიძინა მას ფულს არ ჩაუსხამს. გაკოტრებისთვის საჭიროა ეს შოუ, რომელსაც პროკურატურა დგამს.

მაგრამ პროკურატურის შოუ ყოველთვის დაბალხარისხიანია და ახლაც გაბანძდებიან.

სულ ესაა.

ხო, მართლა. რ2 ასეთი ფორმით და შინაარსით არ იარსებებს. დავწერ მაინც"

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: "მე და გვარამაის როგორ გვიყვარს ერთმანეთი კი ნახეთ ყველამ, მაგრამ მიანც მგონია, რომ რაღაც დიდ იდიოტობაში გხვევს ეს ხელისუფლება. აქეთ "ტვ პირველის" მეპატრონის დაბარება, იქეთ რ2-ის ყოფილი დირექტორისთვის ბრალის წარდგენა. ძალიან ყარს უკე ყველაფერი!" ირინა სარიშვილი, ყოფილი დეპუტატი: "სექტემბრისთვის პოლიტიკური გააქტიურების გადადებას, რა ობიექტური ახსნაც არ უნდა ჰქონდეს ამას, აზრი არა აქვს.

ეს ხელისუფლება ყველა წამგებიან ნაბიჯს – დაჭერებს და არა მხოლოდ დაჭერებს, სექტემბრამდე გადადგამს და სექტემბრისთვის შესაძლოა გამპროტესტებელიც აღარ დარჩეს ქვეყანაში. ცალკე საკითხია კიდევ ლარის მდგომარეობა, რომელიც გამიზნულად უფასურდება და ასე თუ გაგრძელდა, უახლოეს მომავალში ქართული ეროვნული ვალუტა შეწყვეტს არსებობას"

იხილეთ ასევე: "ბინების მოპარვის ბრალდებას, კორუფციის ბრალდებას ივანიშვილს არ ვაპატიებ!"