დიღომში ავარიისას ავტომობილი ამობრუნდა - დაშავებულია ერთი ადამიანი - კვირის პალიტრა

დიღომში ავარიისას ავტომობილი ამობრუნდა - დაშავებულია ერთი ადამიანი

დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიისას ავტომობილი ამობრუნდა.

დაშავებული, რომელსაც დაზიანება ხელის არეში ჰქონდა მიღებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.