"ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა"

დღეს ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს, ისევ არამშვიდი დროა, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ ამას. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა

"იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს განსაცდელს ,რომელშიც იმყოფებიან დღეს. ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი წარსული, ისეთი გამოცდილება, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალგაზრდობისგან",- ბრძანა პატრიარქმა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, მომავალმა თაობამ მაგალითი საკუთარი წარსულისგან და წინაპრებისგან უნდა აიღოს.

"ინტერპრესნიუსი"