35 წლამდე ასაკის ქალი ოჯახის წევრებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა რუსთავში? - კვირის პალიტრა

35 წლამდე ასაკის ქალი ოჯახის წევრებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა რუსთავში?

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 35 წლამდე ასაკის ქალი ოჯახის წევრებმა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო დაა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115 მუხლითაა დაწყებული. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"