"მა­მუ­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბა უდი­დე­სი ტკი­ვი­ლია" - ჯგუფ "შინის" სოლისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა
"მა­მუ­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბა უდი­დე­სი ტკი­ვი­ლია" - ჯგუფ "შინის" სოლისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა
ჯგუფ "ში­ნის" პერ­კუ­სი­ო­ნის­ტი და ვო­კა­ლის­ტი მა­მუ­კა ღა­ღა­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. მუ­სი­კო­სის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი მე­ლა­ნო­მა გახ­და, რო­მელ­მაც, რო­გორც ირ­კვე­ვა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად იმ­სხვერ­პლა მისი სი­ცო­ცხლე. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა 11 აგვისტოს გერ­მა­ნი­ა­ში მოხ­და.


ღა­ღა­ნი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუკ­ზე" მუ­სი­კო­სის მე­გობ­რე­ბი წე­რენ, მათ შო­რის ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე. ის და მისი მე­უღ­ლე, მუ­სი­კო­სი ზაზა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი მუ­სი­კო­სის მე­გობ­რე­ბი არი­ან. "მა­მუ­კა ღა­ღა­ნი­ძე აღარ გვყავს..." - წერს მა­რი­ნა სა­ლუქ­ვა­ძე, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით ღა­ღა­ნი­ძე გერ­მა­ნი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"არ ვიცი... მა­მუ­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბა უდი­დე­სი ტკი­ვი­ლია. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­სი­კო­სი,
შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი იმპრო­ვი­ზა­ტო­რი. ვუ­თა­ნაგ­რძნობ მის ოჯახს და ჯგუფს "შინ" - წერს ეთ­ნო­ჯაზ­ბენდ "ირი­ა­ოს" წევ­რი მიშო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

ღა­ღა­ნი­ძე "ში­ნის" კო­ლექ­ტი­ვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი, ემო­ცი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო წევ­რი იყო. ის ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­დან 90-იანი წლე­ბის შუა ხა­ნებ­ში წა­ვი­და და გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და. ჰყავს მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი.
(წყარო)
დავით ნინოშვილი
13 აგვისტო 2019 05:51
მამუკას სახით ქართველმა ერმა დაკარგა კიდევ ერთი უნიკალური ვოკალისტი და მუსიკოსი. დიდი ტკივილი დაგვიტოვა მისმა წასვლამ ამ ქვეყნიდა.

ვუსამძიმრებ მამუკას ოჯახს და ყველა მის ახლობელს.

ღმერთმა გაანათლოს მამუკას სული და დაიმკვიდროს იქ სადაც მართალნი განისვენებენ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები