უშბაში დაშავებული უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაცია ტარდება - კვირის პალიტრა

უშბაში დაშავებული უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაცია ტარდება

სვანეთში უცხოელი ტურისტის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უცხოელი ტურისტის დასახმარებლად უშბაში სამაშველო ვერტმფრენი გაფრინდა.

არსებული ინფორმაციით, ტურისტები უშბაზე ეშვებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაშავდა.