თელავში, ალაზნის არხში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო - კვირის პალიტრა

თელავში, ალაზნის არხში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო

თელავში, ალაზნის არხში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მოხდა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი უფროს ძმასთან ერთად საბანაოდ იყო წასული.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.