ავარიისას დაშავებული 17 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ავარიისას დაშავებული 17 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

მოტოციკლის არასრულწლოვანი მძღოლი, ავარიის შედეგად დაშავებული 17 წლის ახალგაზრდა კლინიკა "გორმედში“ გარდაიცვალა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში, კუსტარულად აწყობილი მოტოციკლი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რა დროსაც მძღოლმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო.

სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ კლინიკა "გორმედში“ გადაყვანილ პაციენტს რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა გადაუდებელი ოპერაცია და რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, ტრავმების ხარისხიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.