თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება 13 აგვისტოს?
თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება 13 აგვისტოს?
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 13 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ "თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირისა (ნაწილობრივ) და კარალეთის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეტრიწის, მიცკევიჩის, ცაგარელის, შმიდტისა და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს.

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, იყალთოს, ტეხურის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, საბურთალოს, ტაშკენტისა და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიმშიაშვილის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, თოფურიძეს, ვალენტინის, მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, ჩოხატაურისა და ალილუევის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 13
საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?