"ბავშვმა მოახერხა და ჯოხს ხელი ჩასჭიდა, მაგრამ ეტყობა ბოლო მომენტში თავი ვერ შეიმაგრა და ისევ ჩავარდა წყალში"
"ბავშვმა მოახერხა და ჯოხს ხელი ჩასჭიდა, მაგრამ ეტყობა ბოლო მომენტში თავი ვერ შეიმაგრა და ისევ ჩავარდა წყალში"
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის არხში 7 წლის ბავშვი ჩავარდა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სახლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, ძმასთან და მეზობელთან ერთად, ალაზნის სარწყავ არხზე საბანაოდ იყო წასული.
გარდაცვლილი მოზარდი - შალვა თუშიშვილი, სოფელ ვარდისუბნის სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა.

მაშველებმა არხიდან ბიჭუნას ამოყვანა მოახერხეს, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის თქმით, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

სოფლის მცხოვრები თუშიშვილების ტრაგედიაზე მოგვითხრობს:
- როგორც თქვეს, შალო უფროს ძმასა და
მეზობლის ბავშვს საბანაოდ, მშობლების უჩუმრად გაეკიდა. არხი სოფლიდან საკმაოდ მოშორებითაა, იქ საბანაოდ თითქმის არავინ დადის, რამ მოაფიქრათ იქ წასვლა, არ ვიცი. საბრალო დედამისს ეს უბედურება თავზე ისე დაატყდა, არც კი იცოდა, რომ ბავშვები არხზე იყვნენ გაპარულები. ოჯახს, კიდევ 2 ვაჟი ჰყავს, შალო მათ შორის ყველაზე
პატარა იყო, უფროსებს სულ უკან დასდევდა და როგორც ჩანს, ახლაც ასე აედევნა.

- არხი ღრმაა?
- წყალი არხში დაახლოებით მეტრნახევარი სიმაღლის იქნება. როგორც ბავშვები ჰყვებიან, ვიდრე საბანაოდ ჩავიდოდნენ, შალო არხის ნაპირზე შეხტა და იქ დაიწყო სიარული, თავი ვეღარ შეიკავა და წყალში ჩავარდა. შეშინებულმა ბავშვებმა იქვე გამხმარი ჯოხი იპოვეს, წყალს გაეკიდნენ და შალოს ჯოხი გაუწოდეს. ბავშვმა მოახერხა და ჯოხს ხელი ჩასჭიდა, თითქოს ამოიყვანეს კიდეც, მაგრამ ეტყობა ბოლო მომენტში თავი ვერ შეიმაგრა და ისევ ჩავარდა წყალში. შემდგომი მცდელობისას კი ჯოხი გამტყდარა...

მაშველები რომ მოვიდნენ, უკვე გვიანი იყო, ბიჭის ცხედარი ჩავარდნის ადგილიდან 100 მეტრის დაშორებით ნახეს და ამოიყვანეს. ოჯახი სოციალურად დაუცველია, სახლ-კარიც კი არ ჰქონდათ და ქალაქის მერიამ უქირავა ჩვენივე სოფელში, ახლაც მერია ეხმარება...

(სპეციალურად საიტისთვის)



Mariami
15 აგვისტო 2019 00:29
Ar mjera shalos aryofna is dzalian sayvareli bavshvis iyo tkbili da mosiyvarule ufalma gaanatlos misi suli
ლია
14 აგვისტო 2019 20:15
ასეთი ტრაგედიები ტუ ახლავს ამ არხს, იქნებ მაღალი ბადე გაუკეთდეს მთელ სიგრძეზე. ან რაღაც ამდაგვარი... ხომ ღირს ამდენი ტრაგედიის ფაასად,..
@.
14 აგვისტო 2019 02:52
სოფელში რომ ჩავდიოდი ერთი რამ რაც მკაცრად მეკრძალებოდა ეს იყო არხზე ბანაობა.ძალიან ტრაგიკიული ისტორიები ყოფილა მომხდარი ბევრი მსხვერპლით და მაგიტომ . მგრამ მაინც სულ ვცდილობდით ბავშვები გაპარვას და ვერ ვაცნობიერებდით საფრთხეს.
ძალიან რთულია 24 საათი უყარაულო ბავშვს .თუ უნდა აუცილებლად წავა გინდა საბანაოდ და გინდა სათამაშოდ

ძალიან შემეცოდა ნათელში იყოს .ოჯახს გამძლეობა მისცეს ღმერთმა გადაატანინოს ეს ტრაგედია.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები