3 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - საზარელი ავარია იგოეთთან - კვირის პალიტრა

3 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - საზარელი ავარია იგოეთთან

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომანქანაში მყოფი 3 მგზავრი, მძღოლი და ერთი პირი კი, მსუბუქად დაშავდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე).

ამ ეტაპზე ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გადაჭარაბებული სიჩქარით მოძრაობა სახელდება.

"ინტერპრესნიუსი"