თბილისის ბიუჯეტში 6 თვეში სათამაშო ბიზნესიდან 35 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, საიდანაც 21 მილიონი ლარი სათამაშო აპარატებზე მოდის
14-08-2019
თბილისის ბიუჯეტში 6 თვეში სათამაშო ბიზნესიდან 35 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, საიდანაც 21 მილიონი ლარი სათამაშო აპარატებზე მოდის
თბილისის ბიუჯეტში 6 თვის განმავლობაში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით 35 მილიონ 481.6 ათასი ლარი შევიდა, აქედან 21 მილიონი ლარი სათამაშო აპარატებზე მოდის, - ამის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის 6 თვეში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით თბილისის ბიუჯეტმა 35,481.6 ათასი ლარი მიიღო, რაც გეგმის - 35 მილიონი ლარის, 101.4%-იანი შესრულებაა.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე პერიოდში ობიექტების მიხედვით მიღებული თანხები შემდეგნაირად განაწილდა:
სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში მიღებულია 21,024.4 ათასი ლარი (59.3%), სამორინეს მაგიდიდან - 11,080.0 ათასი ლარი (31.2%), ხოლო დარჩენილი - 3,377.2 ათასი ლარი (9.5%) ნაწილდება წამახალისებელ გათამაშებებზე და სხვა სახის ობიექტებზე.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2019 წლის 6 თვეში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით მიღებული
შემოსავალი, 3 მილიონ 343.9 ათასი ლარით არის შემცირებული.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები