მამუკა ხაზარაძე: "გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება" - კვირის პალიტრა

მამუკა ხაზარაძე: "გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება"

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე მცოცავ ოკუპაციაზე "ფეისბუკის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს - იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას.

დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა.

ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები.

ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ.

ამიტომ გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს - დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.

ქართული კერა არ მოიშლება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ,

საქართველო გაერთიანდება!"

შეგახსენებთ, რუსი ოკუპანტები "მცოცავ ოკუპაციას" აგრძელებენ, ამჯერად მავთულხლართებით და რკინის კონსტრუქციებით სოფელ გუგუტიანთკარში ავლებენ საოკუპაციო საზღვარს. შედეგად, ამ უკანონო საზღავრს მიღმა  საკარმიდამო ნაკვეთებთან ერთად, რამდენიმე ადგილობრივის სახლიც ექცევა.

15 აგვისტოს გუგუტიანთკარში მცხოვრებმა ერთ-ერთი მოსახლემ გია რაზმაძე სახლის დანგრევა დაიწყო, მისი თქმით, ოკუპანტებმა 3 დღე მისცეს საკუთარი ეზო-კარმიდამოს დასატოვებლად.

იხილეთ ასევე: რას პასუხობს გუგუტიანთკარის მკვიდრი გივი რაზმაძე მამუკა ხაზარაძის შეთავაზებას