როგორი ამინდი იქნება საქართველოში ამ შაბათ-კვირას - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ამ შაბათ-კვირას

საქართველოში ხვალ, 17 აგვისტოს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 17 აგვისტოს, საღამოსა და ღამის საათებში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.

"რაც შეეხება ტემპერატურას, ხვალ მოსალოდნელია +24 - 29 გრადუსი, ხოლო 18 აგვისტოს ჰაერი +26-31 გრადუსამდე გათბება. 19 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში საღამოსა და ღამის საათებში შესაძლოა იყოს ხანმოკლე წვიმა. ხვალ ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება. 19 აგვისტოს ჩათვლით ტემპერატურა +35-36 გრადუსის ფარგლებში იქნება," - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.