ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან ჩამოვარდა.

"ინტერპრესნიუსი"