ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა
ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან ჩამოვარდა.
"ინტერპრესნიუსი"