"გავიხადე ტანსაცმელი და შიშველ მკერდში ჩავიხუტე, რომ გამეთბო" - ვინ არის პოლიციელი, რომელმაც გურიაში დედისგან მიტოვებული ჩვილი გადაარჩინა - კვირის პალიტრა

"გავიხადე ტანსაცმელი და შიშველ მკერდში ჩავიხუტე, რომ გამეთბო" - ვინ არის პოლიციელი, რომელმაც გურიაში დედისგან მიტოვებული ჩვილი გადაარჩინა

ოზურგეთელმა პოლიციელებმა დედისგან მიტოვებული ახალშობილი თხილის ბაღში იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა 16 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა, როდესაც გურიის პოლიციის დეპარტამენტში ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მშობიარობის შემდგომი გართულებებით მოათავსეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი და დაუყოვნებლივ გავიდნენ მისამართზე. ადგილზე მისულებს კი ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული დახვდათ.

ახალშობილი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ღამის სიცივის გამო, ფაქტობრივად გაყინული იყო. პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მათ მისვლამდე სამართალდამცველებმა თავად აღმოუჩინეს გოგონას პირველადი დახმარება.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს, სასწრაფოს მისვლამდე.

ეს პოლიციელი აჩიკო ახალკაცია. AMBEBI.GE-სთან საუბარში ახალკაცი მომხდარის დეტალებს იხსენებს:

"გამთენისაას შემოვიდა შეტყობინება ოზურგეთის სამმართველოში კლინიკა „მედალფადან“, რომ მიყვანილი იყო ახალნამშობიარები ქალბატონი, რომელსაც თან არ ყავდა ჩვილი.

გავედით ახალშობილის დედის საცხოვრებელ მისამართზე, ოზურგეთის რაიონის სოფელში. დავიწყეთ ბავშვის მოძებნა, იქნებ გადაგვერჩინა. ვნახეთ თხილის ბაღებში, ბალახებში. სრულიად შიშველი იყო, ჭიპლარიც კი ჰქონდა. ტირილითაც არ ტიროდა, რაღაც უცნაურ ხმებს გამოსცემდა... ჩემმა მეწყვილემ გაიგონა ეს ხმები და ასე მივაგენით. გაგრძელება