ბათუმი-ჩაქვის გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია - კვირის პალიტრა

ბათუმი-ჩაქვის გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. როგორც ავტომობილების მძღოლები აცხადებენ, ბათუმის მთავარი გასასვლელიდან ჩაქვის მიმართულებით მოძრაობას თითქმის 3 საათია ვერ ახერხებენ.

მათი თქმით, სატრანსპორტო მოძრაობა ცენტრალურ გზაზე არ რეგულირდება, რასაც აპროტესტებენ.

"საღამოს 7 საათის შემდეგ ცენტრალურ გზაზე ვდგავარ და ვერ ვახერხებ გადაადგილებას, ფაქტობრივად, ბათუმიდან ადამიანს გადაადგილება რომ უნდოდეს ცენტრალურ გზაზე, ვერ გაივლის. ბოლო დღეებია საცობები ჩაქვი-ბათუმის გზაზე ფიქსირდება. უნდა მოწესრიგდეს ეს მოძრაობა. იქნებ ავადმყოფები არიან ავტომობილებში და არ შეიძლება გზის პარალიზება",- აცხადებენ მძღოლები.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, აჭარაში სატრასპორტო ნაკადი გაიზარდა, რაც საცობს იწვევს. უწყების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული, რომლებიც სატრანსპორტო მიმოსვლას აწესრიგებენ.