"ჩემი პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბით, რაც შე­მიძ­ლია და­გეხ­მა­რე­ბი-მეთ­ქი" - ოთარ აბესაძის პირველი ინტერვიუ მის ბრალდებასა და ახალ ცხოვრებაზე - კვირის პალიტრა

"ჩემი პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბით, რაც შე­მიძ­ლია და­გეხ­მა­რე­ბი-მეთ­ქი" - ოთარ აბესაძის პირველი ინტერვიუ მის ბრალდებასა და ახალ ცხოვრებაზე

2017 წლის 12 ივლისს სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავა. ერწთლიანი სასამართლო პროცესების და ციხეში გატარებული თვეების შემდეგ, ოთარ აბესაძე 15 იანვარს პატიმრობიდან გაათავისუფლეს და სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. აბესაძის გათავისუფლებამდე მისმა ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნაც წარადგინეს, სადაც ეწერა, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ აბესაძეს ქრთამის აღების ბრალდება - 339-ე მუხლი გადაუკვალიფიცირდა ნაკლებად მძიმე დანაშაულად, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას.

AMBEBI.GE-სთან საუბარში მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ მისთვის ბრალდება "ქრთამის აღება" სრულიად მიუღებელი და მოულოდნელი იყო და ის რომ ახლა გამართლდა, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

30 წლის ოთარ აბესაძე საქმის დეტალებზე და მის ამჟამინდელ ცხოვრებაზე პირველად სწორედ AMBEBI.GE-სთან ალაპარაკდა.

"პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩემი ოჯახის გვერდით იდგა. როცა დამაკავეს, 10 000 ხელმოწერიანი პეტიცია შედგა და რომ არა ეს მხარდაჭერა, ჩემი ოჯახი ამ მძიმე ტვირთს ვერ გადაიტანდა. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს, რომელთა მუხლჩაუხრელი შრომით დადგა ეს შედეგი.

ქრთამის აღების ბრალდებით დამაკავეს, რაც მიუღებელია ჩემთვის, ეს იყო შოკი. პირველივე სასამართლოზე ბოდიში მოვუხადე საზოგადოებას შექმნილი ვითარების გამო, და ვთქვი სხვა დანარჩენს გამოძიება დაადგენს-მეთქი. ქრთამის აღება არ დადასტურდა. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ამ ბრალდებაში გამართლება, რადგან ბოლო 5 წელია პროფესორი ვარ და სწორედ ამ საგანს ვასწავლი, ფინანსები, ეკონომიკა - ფული.

ეს ბრალი სამმაგად დამანგრეველი იყო ჩემთვის და ქრთამის აღება ჩამეხსნა. გადაკვალიფიცირდა მუხლი და ახლა ეს არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.

ორი წელი მიდიოდა ეს პროცესები, ძალიან დავიღალეთ, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პლუს ჩემი კარიერა, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ვიწყობდი, დავთანხმდი პროკურატურის შემოთავაზებას და მოვაწერე საპროცესოზე ხელი, იმისთვის, რომ დამთავრებულიყო სასამართლოები, კორუფცია და მექრთამეობა ჩემს სახელთან და გვართან არ ყოფილიყო ასოცირებული.

- რა მოხდა რეალურად?

- დიდია საქმე. ამიტომ მოკლედ ვიტყვი: ჩემი ახლო გარემოცვიდან დამიკავშირდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი ადვოკატი ირმა ჭკადუა ახასიათებს, როგორც კვლიფიციურ აგენტ-პროვოკატორს. მან აბსოლიტურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემთან შემოსულიყო კომუნიკაციაში და წავეყვანე შეცდომისკენ. მას სურდა პატარა კაფეს გაკეთება მტკვარზე. ის აჭღურვილი იყო შესაბამისი ტექნიკით, მზად იყო მოეწყო ეს ვაკხანალია და მისი ჩვენების საფუძველზე დამაკავეს.

გეტყვით რა წერია ჩემს საბრალდებო დასკვნაში, მე მას ვუთხარი: მე ჩემი პირადი კონტაქტებით, რაც შემიძლია დაგეხმარები-მეთქი და ამის გამო აღმოვჩნდი ციხეში. კანონის ენით, ეს თურმე ითვლება ზეგავლენის მოხდენად.

- ფიქრობთ რომ ვინმესგან იყო მოგზავნილი ე.წ. აგენტ-პროვოკატორი?(გაგრძელება)