"ჩემი პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბით, რაც შე­მიძ­ლია და­გეხ­მა­რე­ბი-მეთ­ქი" - ოთარ აბესაძის პირველი ინტერვიუ მის ბრალდებასა და ახალ ცხოვრებაზე
17-08-2019
"ჩემი პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბით, რაც შე­მიძ­ლია და­გეხ­მა­რე­ბი-მეთ­ქი" - ოთარ აბესაძის პირველი ინტერვიუ მის ბრალდებასა და ახალ ცხოვრებაზე
ფოტო:ოთარ აბე­სა­ძე მეუღლესთან ერთად
2017 წლის 12 ივ­ლისს სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლი­სის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ოთარ აბე­სა­ძე და­ა­კა­ვა. ერ­წთლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი თვე­ე­ბის შემ­დეგ, ოთარ აბე­სა­ძე 15 იან­ვარს პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და სა­სა­მარ­თლომ 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­და და­ა­კის­რა. აბე­სა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაც წა­რად­გი­ნეს, სა­დაც ეწე­რა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მე იყო.

ახ­ლა­ხანს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აბე­სა­ძეს ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბა - 339-ე მუხ­ლი გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლად, რაც გუ­ლის­ხმობს
ზე­გავ­ლე­ნით ვაჭ­რო­ბას.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში მე­რი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ამ­ბობს, რომ მის­თვის ბრალ­დე­ბა "ქრთა­მის აღე­ბა" სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და ის რომ ახლა გა­მარ­თლდა, მის­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

30 წლის ოთარ აბე­სა­ძე საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე და მის ამ­ჟა­მინ­დელ ცხოვ­რე­ბა­ზე პირ­ვე­ლად სწო­რედ AMBEBI.GE-სთან ალა­პა­რაკ­და.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და დიდი მად­ლო­ბა
გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ჩემი ოჯა­ხის გვერ­დით იდგა. როცა და­მა­კა­ვეს, 10 000 ხელ­მო­წე­რი­ა­ნი პე­ტი­ცია შედ­გა და რომ არა ეს მხარ­და­ჭე­რა, ჩემი ოჯა­ხი ამ მძი­მე ტვირთს ვერ გა­და­ი­ტან­და. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ჩემს ად­ვო­კა­ტებს, რო­მელ­თა მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მით დად­გა ეს შე­დე­გი.

ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­მა­კა­ვეს, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის, ეს იყო შოკი. პირ­ვე­ლი­ვე სა­სა­მარ­თლო­ზე ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბას შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, და ვთქვი სხვა და­ნარ­ჩენს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს-მეთ­ქი. ქრთა­მის აღე­ბა არ და­დას­ტურ­და. ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ამ ბრალ­დე­ბა­ში გა­მარ­თლე­ბა, რად­გან ბოლო 5 წე­ლია პრო­ფე­სო­რი ვარ და სწო­რედ ამ სა­განს ვას­წავ­ლი, ფი­ნან­სე­ბი, ეკო­ნო­მი­კა - ფული.

ეს ბრა­ლი სამ­მა­გად და­მან­გრე­ვე­ლი იყო ჩემ­თვის და ქრთა­მის აღე­ბა ჩა­მეხ­სნა. გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და მუხ­ლი და ახლა ეს არის ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლი.

ორი წელი მი­დი­ო­და ეს პრო­ცე­სე­ბი, ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლეთ, კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, პლუს ჩემი კა­რი­ე­რა, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რის სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ვი­წყობ­დი, დავ­თან­ხმდი პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და მო­ვა­წე­რე საპ­რო­ცე­სო­ზე ხელი, იმის­თვის, რომ დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო სა­სა­მარ­თლო­ე­ბი, კო­რუფ­ცია და მექ­რთა­მე­ო­ბა ჩემს სა­ხელ­თან და გვარ­თან არ ყო­ფი­ლი­ყო ასო­ცი­რე­ბუ­ლი.

- რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად?
- დი­დია საქ­მე. ამი­ტომ მოკ­ლედ ვი­ტყვი: ჩემი ახლო გა­რე­მოც­ვი­დან და­მი­კავ­შირ­და ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჩემი ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა ახა­სი­ა­თებს, რო­გორც კვლი­ფი­ცი­ურ აგენტ-პრო­ვო­კა­ტორს. მან აბ­სო­ლი­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ჩემ­თან შე­მო­სუ­ლი­ყო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში და წა­ვეყ­ვა­ნე შეც­დო­მის­კენ. მას სურ­და პა­ტა­რა კა­ფეს გა­კე­თე­ბა მტკვარ­ზე. ის აჭღურ­ვი­ლი იყო შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით, მზად იყო მო­ე­წყო ეს ვა­კხა­ნა­ლია და მისი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­მა­კა­ვეს.

გე­ტყვით რა წე­რია ჩემს საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა­ში, მე მას ვუ­თხა­რი: მე ჩემი პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბით, რაც შე­მიძ­ლია და­გეხ­მა­რე­ბი-მეთ­ქი და ამის გამო აღ­მოვ­ჩნდი ცი­ხე­ში. კა­ნო­ნის ენით, ეს თურ­მე ით­ვლე­ბა ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნად.

- ფიქ­რობთ რომ ვინ­მეს­გან იყო მოგ­ზავ­ნი­ლი ე.წ. აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რი?(გაგრძელება)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები