"გუდას" სლოგანი: "აფხაზეთი და სამაჩაბლო ­საქართველოა!"
"გუდას" სლოგანი: "აფხაზეთი და სამაჩაბლო ­საქართველოა!"
"ჩვენს რესტორანში ტურისტებს პატარა ისტორიულ ლექციას ვუტარებთ"

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მომხმარებელმა დაწერა,­ რომ ფასანაურში­ გამოჩნდა ახალი რესტო­რანი, რომლის სლოგანია: "აფხაზეთი და სამაჩაბლო­ საქართველოა!" მენიუს ყდაზეც იგივე წერია­ და კლიენტს მაშინვე თვალში ხვდება...

კვირა დღეს მეგობრებთან ერთად ფასანაურის გზას დავადექი. ანანურთან ჩამწკრივებულ დახლებზე სუვენირები იყიდება. გასაოცარი ის იყო, რომ ფასანაურში რესტორანი "გუდა" არავინ იცოდა. ის იყო, გავიფიქრე, სოციალურ ქსელში ვიღაცამ ბოროტად იხუმრა-მეთქი, რესტორანს მივადექით... მეპატრონე ახალგაზრ
და ცოლ-ქმარი, ანი ქავთარაძე და ბუკა მაჭავარიანი არიან. გაგონილი მართალი აღმოჩნდა - მენიუზეც ოქროსფრად ეწერა Abkhazia is Georgia და Samachablo is Georgia.

ანი ქავთარაძე: - ბევრი გვეკითხება, რატომ უსვამთ ხაზს, რომ ეს ტერიტორიები თქვენიაო. ჩვენც ეს გვინდა, დავდგებით და პატარა ისტორიულ ლექციას ვუტარებთ ტურისტებს. სულ 10 დღეა, რაც რესტორანი
გავხსენით და ტურისტებიც ნელ-ნელა გვემატებიან.



- რატომ დაარქვით "გუდა"?
- აქვეა გუდამაყრის ხეობა, გუდაური... გუდაში ჩვენს წინაპრებს ყველი გამოჰყავდათ, გვაქვს მუსიკალური საკრავი გუდასტვირი, ჰოდა, ბევრი აღარც გვიფიქრია. ახლომახლო ბევრი რესტორანია, მაგრამ ჩვენ ხარისხზე გვაქვს გათვლა და ვინც ჩვენს კერძებს დააგემოვნებს, იმედია, კვლავ მოუნდება სტუმრობა.


მე და ბუკას ორი ქალიშვილი გვყავს: 5 წლის ლილე და 3 წლის ნინე. მე ექიმ-ანესთეზიოლოგი გახლავართ, ბუკა - ბანკირი. როცა დავქორწინდით, მალევე მივხვდით, რომ ჩვენი პროფესიით ოჯახის შენახვა გაგვიჭირდებოდა, ამიტომ დავიწყეთ ფიქრი ბიზნესზე და გამოგვივიდა კიდეც. თბილისში ყვავილების მაღაზია-სალონი გავხსენით, აქ კი გადავწყვიტეთ პატარა ნაგებობა აგვეშენებინა (მამაჩემს მისმა მშობლებმა დაუტოვეს მიწა და სახლი). ნიაზ დიასამიძემ რესტორნის ლოგო გაგვიკეთა. ბევრს ჰგონია, რომ გაკრული ხელით წერია ან მასზე დანა-ჩანგალია გამოსახული, მაგრამ როცა დააკვირდებით, თხილამურებს აღმოაჩენთ. ერთ კედელზე დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების ასლები გვინდა გამოვფინოთ. მან ხომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში იმოგზაურა და უამრავი ფოტო გადაიღო, განსაკუთრებით, ანანურსა და ფასანაურში.

- როგორც ვიცი, ექიმობისთვის თავი არ დაგინებებიათ. როგორ ახერხებთ ბიზნესთან შეთავსებას, თანაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი გყავთ?
- მშობლებიც გვეხმარებიან. ივნისიდან ბავშვები აქ მყავს. მე ყოველდღე დავდივარ თბილისში, 9 საათზე უკვე კლინიკაში ვარ... ოპერაციების მერე რესტორნისთვის რაღაცებს ვყიდულობ, მერე ყვავილების მაღაზიას დავხედავ და საღამოს უკვე ფასანაურში ვარ.

P.S. ვუსმენდი ანის და ბუკას და მიხაროდა - ისინი შრომობენ, ზრდიან შვილებს, უყვართ ერთმანეთი, თავიანთი საქმე და რაც მთავარია, სამშობლო...

მარინა ბაბუნაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა