უმისამართო სოფელი
უმისამართო სოფელი
ჩამონგრეულ-ჩამპალი ღობეებისა და სახლების მაცქერალ ადამიანს გული გაუსკდება. ბავშვებისათვის კინკილა საქანელებს ვერ ვეღირსეთ, ჩვენი შვილები საათობით დარბიან ამტვერებულ გზაზე, სადაც ასფალტის დაგებას ვერ ვეღირსეთ და ქვების სროლის გარდა ვერაფრით ერთობიან. ან სკოლა რატომ არ უნდა გვქონდეს, როცა დასახლებაში, ღვთის მადლით, ჯერ კიდევ უამრავი ბავშვი ცხოვრობს!

ხალხის სიბრძნეს არაფერი შეედ­რება.­ მაგალითად, ქართული ანდაზა, ყვავმა რომ ბუს ბახალა მიუგდო, დიდი თავი გაქვს და შენ იტირეო, ისე ზუსტად ასახავს­ კრწანისის 350-კაციანი დასახლების ბედს,
გაგაოცებთ. რუსთავის გზაზე მდებარე ეს ბედკრული დასახლება, რომლის პატრონობა სამ მუნიციპალიტეტს: თბილისს, რუსთავსა და გარდაბანს აქვს მინდობილი, უპატრონობით, სინამდვილეში ქვიშაზე ამოგდებული თევზივით ღაფავს სულს. ძალიან გთხოვთ დასახლებაში გვესტუმროთ და თქვენი თვალით დარწმუნდეთ, რა სავალალო დღეშიც ვართ. ახლა მხოლოდ თქვენი­ იმედიღა დაგვრჩენია, რომ ჩვენს ტკივილს გაითავისებთ.
პატივისცემით, მირანდა თურმანიძე.

50 წლის წინანდელმა საქართველოს ხელისუფლებამ თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე გარდაბნის ნახევარუდაბნო ტერიტორია თბილისელებს გადასცა სააგარაკოდ, თანაც არცთუ ცუდი მოსაზრ­ებით, მოაგარაკეებს რუსთავი აწვდიდა წყალს, რითაც მათ აქაურობა ოაზისს დაამსგავსეს, - მშვენიერი სახლები და ბაღები გააშენეს.

მერე ქვეყანა დაინგრა, წყალი თავად რუსთავისთვისაც დეფიციტი გახდა და დასახლებამაც სიცოცხლე შეწყვიტა. მოგვიანებით მოაგარაკეებმა მიტოვებული ეზო-კარი დევნილებს ან სხვა უსახლკარო მოსახლეობას მიჰყიდეს. ეს უკანასკნელნი იძულებული­ შეიქნენ აქაურობა ნაყიდი წყლითა და იმ იმედით აეღორძინებინათ, რომ ოდესმე ამ ტერიტორიაზე წყალგაყვანილობა და მასთან­ ერთად სიცოცხლეც შემოვიდოდა. ერთ დღეს თითქოს ამ ოცნების ახდენაც ახალი მილების ჩაყრით დაიწყო, მაგრამ სულ ამაოდ - ამ მილებში წყალი ხანდახან კვირაში ერთხელაც არ ჩანს ხოლმე. ამასთან, აქაურებმა თავის რჩენის ერთადერთი საშუალება, პირუტყვიც დაკარგეს­ - მათი საძოვრები ამ ტერიტორიაზე დაარსებულ სამხედრო ბაზას გადაეცა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ტერიტორია გარდაბანს დაუბრუნდა და დასახლება რეგისტრაციის გარეშე, რუკიდან გაქრა.

რუსუდან კოჭლაშვილი, სოფლის მკვიდრი: - ჩვენი გაჭირვების შემხედვარემ იქნებ ვინმემ გვითხრას, რა გინდოდათ, ამ უწყლო ადგილებში რომ სახლდებოდითო! მაგრამ უსახლკარო ადამიანი სად უნდა წას­ულიყო, აქ სახლები მაინც იდგა, სადაც თავს შევაფარებდით. ახალმოსახლეობიდან ზოგი დევნილი ვიყავით, ზოგს ბინა უსინდისო მევახშეებმა წაართვეს და თავშესაფრებში ყოფნას საკუთარი ჭერი და წარმ­ოუდგენელი შრომა ვარჩიეთ, თანაც წყალი­ მაშინ რუსთავშიც დეფიციტი იყო და დარწმუნებული ვიყავით, როცა ქალაქს ეშველებოდა, ჩვენც გვეშველებოდა. ამ იმედით ბაღ-ბოსტანი, ფაქტობრივად, გუბეების­ და ნაყიდი წყლით გავიჩინეთ, პირუტყვიც შევიძინეთ, რძის ნაწარმიც გვქონდა და იმ იმედით ვცხოვრობდით,­ რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა. თუმცა­ საქმე უკუღმა წაგვივიდა - არც წყალი მოგვივიდა და მარჩენალი პირუტყვიც თავადვე­ გავყიდეთ საძოვრების სამხედრო ნაწილისთვის გადაცემის შემდეგ. ამას უგზოობა, უსკოლობა, უმისამართობა დაემატა, რის გამოც დასახლება ისევ იცლება - ჩამონგრეულ-ჩამპალი ღობეებისა და სახლების მაცქერალ ადამიანს გული გაუსკდება. ბავშვებისათვის კინკილა საქანელებს ვერ ვეღირსეთ, ჩვენი შვილები საათობით დარბიან ამტვერებულ გზაზე, სადაც ასფალტის დაგებას ვერ ვეღირსეთ და ქვების სროლის გარდა ვერაფრით ერთობიან. ან სკოლა რატომ არ უნდა გვქონდეს, როცა დასახლებაში, ღვთის მადლით, ჯერ კიდევ უამრავი­ ბავშვი ცხოვრობს!

- წყალი საერთოდ არ მოდით?
- დასახლების ნაწილს ორ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიეწოდება, მაგრამ მეორე ნაწილამდე საერთოდ ვერ აღწევს. არის ხალხი, მათ შორის მეც, ვისაც­ ზაფხულში წყლის ყიდვა სჭირდება მცენარეების გადასარჩენად. არადა, ეზოში ფოთოლიც აღარ დარჩება. საიდან უნდა მოიტანოს ხალხმა ეს ფული?! იძულებული ვხდ­ებით, აქედან წავიდეთ, თანაც ისე, რომ სახლ-კარსაც ვერ გავყიდით. ან როგორ უნდა გავყიდოთ, როცა რეგისტრაცია არ გაგვაჩნია. ესე იგი, უნდა მივატოვოთ ჩასალპობად. უმისამართობის გამო "სასწრაფო"­ საათობით ვერ მოდის. როცა გვკითხავენ, რა მისამართზე მოვიდეთო, ვეუბნებით, აქ დამშრალი ტბაა, მას როცა გამოივლით, ამა და ამ შესახვევში შემოიარეთო­. ფეხმძიმე ქალები დროებით მშობლებთან გადადიან საცხოვრებლად, რომ რეგისტრაციის საფუძველზე ელემენტარული სამედიცინო პროცედურები ჩაიტარონ და იმშობიარონ. არადა, რეგისტრ­აციას რაღა უნდა. ოდესღაც აყვავებულ, ახლა კი გაჩანაგებულ მთისძირში დღესაც არის ჭიშკრებზე იმდროინდელი მისამართები შემორჩენილი.

- რეგისტრაციის პრობლემა მაინც რატომღა იწელება?
- რაც მიწა გარდაბანს დაუბრუნდა,­ რეგისტრაციის საკითხი მას შემდეგ აირია.­ გვეუბნებიან, ვაკეთებთ და დრო სჭირდებაო! სასაცილოა, ამ საქმეს წლები რატომ უნდა სჭირდებოდეს?! ჩვენ არა გვაქვს საქმე სასაცილოდ - შველა გვჭირდება!

დასახლებიდან წამოსვლის შემდეგ, ამ ადამიანების ბედით შეწუხებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს გელა გოგრიჭიანს დავუკავშირდით: "პრობლემები მძიმეა, მაგრამ არც მათი გადაჭრაა იოლი. ტერიტორიას წყალი რუსთავიდან ან თბილისიდან უნდა მიეწოდოს. ჩვენ ორივე კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, მათ კი თავი­ანთი კომერციული ინტერესი აქვთ, რის გამოც იძულებული ვართ დაველოდოთ, თუმცა გპირდებით, რომ ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება. მოლაპარაკება რეგისტრაციის თაობაზე იუსტიციის სახლთანაც გვაქვს, მაგრამ დრო დამისამართებასაც სჭირდება", - გვითხრა ბატონმა გელამ, რომელსაც ვთხოვეთ, რომ პრობლემები მანამდე მოგვარდეს, სანამ ადამიანები ამ დასახლებიდან გადაიხვეწებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერს აზრი აღარ ექნება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა