"...დღეს ერთადერთი ბიჭი ხარ, ვისაც შეურაცხყოფა არ მოუყენებია"
"...დღეს ერთადერთი ბიჭი ხარ, ვისაც შეურაცხყოფა არ მოუყენებია"
"ტროტუართან მანქანების რიგია, გზაზე მიმავალი მძღოლები კი გაბმული სიგნალით ეხმიანებიან ახალგაზრდა ქალს: "ფასი რა გაქვს, შენი დედაც...", "რამდენი ხანია, მახვეწნინებ, იცოდე, დაგიჭერ და ძალას ვიხმარ"... გოგონა ტელეფონზე ლაპარაკობს და მძღოლებს ყურადღებას არ აქცევს. "ფასზე ვერ შევთანხმდებით, პატარა?" - მანქანიდან თავს ყოფს ვიღაც მელოტი კაცი, გოგონა კი ნაბიჯს უმატებს..."

დანაშაული, რომელიც საქართველოს სს კოდექსის 254-ე მუხლით ისჯება, 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროსტიტუცია (ლათ. პროსტიტუტის - შერცხვენა,­ წაბილწვა) უძველესი პროფესიაა, რომლის წარმომადგენლები,
ძირითადად, ქალები, გასამრჯელოს მიღების მიზნით თავიანთ სხეულს ყიდიან.

სხვადასხვა კულტურაში არსებობდა და არსებობს სხვადასხვა სახის პროსტი­ტუცია: ქუჩის, საროსკიპოს, საერო, სამასპინძლო და ა.შ. არ არსებობს ერთიანი­ აზრი პროსტიტუციის წარმოქმნის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, პროსტიტუციის მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი და გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული პრობლემებია.

ზაფხულის წყნარი ღამეა, ქუჩაში­ არც
ისე ბევრი მანქანაა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ქალა­ქიდან არის გასული, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სექსმუშაკები "შვებულებაში" არ გადიან. ტროტუარზე გამომწვევად დაიგრიხებიან ქალები მოკლე შორტებით, ტოპებით, ზოგს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, ზოგსაც ჩექმა. საღეჭ რეზინს წითელმანიკიურიანი თითებით წელავენ და კლიენტს სიგარეტს სახეში აბოლებენ.

"ზოგი ბორდელში მუშაობს, მე აქ დგომა მირჩევნია"


თამარი (სახელი შეცვლილია) 36 წლისაა. უკვე 5 წელია თავს პროსტიტუციით ირჩენს. 23 წლის იყო, როდესაც ქმარმა მიატოვა და ბავშვს მარტო ზრდის. ამბობს, რომ სამსახურს ვერ შოულობს, სადაც მივიდა, ყველგან უარი უთხრეს, მიზეზად კი ის დაუსახელეს, რომ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს...

"ძირითადად, აქ ვდგავარ. როგორც წესი, აქ 20-25 ქალი ვიკრიბებით. საკმაოდ ბევრი კლიენტი გვყავს.­ როცა მანქანაში გვიწევს სექსი, მომსახურების ფასი 20-30 ლარია, თუ სასტუმროში მივდივართ, 70 ლარი (ნომერი 20 ლარი ღირს, ქალი - 50)... ზოგი ბორდელში მუშაობს, მაგრამ მე აქ დგომა მირჩევნია, რადგან თანხა უფრო მეტი მრჩება, თანაც დღისით ვისვენებ, სამუშაოდ ღამის 11 საათიდან გამოვდივარ".

"დღეს ერთადერთი ხარ, ვისაც შეურაცხყოფა არ მოუყენებია"

ტროტუართან მანქანების რიგია, გზაზე მიმავალი მძღოლები კი გაბმული სიგნალით ეხმიანებიან ახალგაზრდა ქალს: "ფასი რა გაქვს, შენი დედაც...", "რამდენი ხანია, მახვეწნინებ, იცოდე, დაგიჭერ და ძალას ვიხმარ"...

გოგონა ტელეფონზე ლაპარაკობს და მძღოლებს ყურადღებას არ აქცევს. "ფასზე ვერ შევთანხმდებით, პატარა?" - მანქანიდან თავს ყოფს მელოტი­ კაცი, გოგონა კი ნაბიჯს უმატებს...

გოგონა ტელეფონზე საუბარს რომ მორჩა, გადავწყვიტე, გავსაუბრებოდი. თავაზიანად მივესალმე, ის კი ნერვიულად­ ეწეოდა სიგარეტს და თავიდან ყურადღებას არ მაქცევდა, მერე ცოტა მოლბა და როცა ფასი ვკითხე, ერთი საათი 100 ლარი დამიფასა. ამ თანხაში სასტუმროც შედიოდა.

როგორც აღმოჩნდა, 24 წლის იყო, მუშაობა კი დედის ავადმყოფობამ დააწყებინა:

"დღეს უკვე მეორედ გამოვედი. არ შემიძლია ამდენი ღორი კაცის ატანა, მაგრამ დედაჩემს ძალიან მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, სიმსივნე აქვს (ხმის კანკალით მეუბნება და ცრემლს იწმენდს). მამა დიდი ხანია გარდამეცვალა. ოჯახს მე ვარჩენ. არც და-ძმა მყავს, რომ დამეხმარონ. აქ რომ ვდგა­ვარ, ჩემი თავი მეზიზღება. დღეს ერთადერთი ბიჭი ხარ, ვისაც შეურაცხყოფა არ მოუყენებია, თუ გინდა, დაგიკლებ და 80 ლარში გამოგიყვან..."

"შვილს ვატყუებ, რომ მაღაზიაში ღამის ცვლაში ვმუშაობ..."

თიკა (სახელი შეცვლილია) პროსტიტ­უციის ლეგალიზაციის მომხრეა:
"ამ ჩაყოლებაზე დაახლოებით 50 ქალი მუშაობს, მათი უმრავლესობა ან მარტოხელა დედაა, ან კიდევ, რა ვიცი, რა პრობლემები აქვთ. არც ერთ ჩვენგანს არ სიამოვნებს აქ დგომა, მაგრამ რა ვქნათ, ცხოვრებამ გაგვწირა. მინდა, მეც სხვა ქალებივით ნორმალურად ვცხოვრობდე და ყოველ საღამოს არ მიწევდეს შვილის მოტყუება, რომ მაღაზიაში ღამის ცვლაში ვმუშაობ, მაგრამ რა ვქნა, ვინ გადამიხდის ბინის ქირას? ან ბავშვის სწავლის ფულს? ხანდახან ვფიქრობ, უცხოეთში წავალ-მეთქი, მაგრამ ბავშვი ვისთან დავტოვო, ვერავის ვანდობ...

საზოგადოება ჩვენს პრობლემებზე თვალს ხუჭავს. ეს პროფესია ყველა ქვეყანაშია და მისი აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, ამიტომ მისი ლეგალიზების მომხრე ვარ".

საროსკიპოები


ორბელიანის მოედნიდან ფილარ­მონიამდე 5 საროსკიპო დავთვალე. ყველას დაცვა ჰყავს. სანამ ფასებს გავიგებდი, ერთ-ერთი საროსკიპოს დაცვის თანამშრომელს გამოველაპარაკე, ვკითხე, ღირდა თუ არა იქ მუშაობა.

- დაცვაში ორნი ვმუშაობთ - ღამის 9-დან დილის 10 საათამდე. ანაზღაურება 800 ლარია. თანხას ხელზე ვიღებ - არ მინდა ბანკში­ ჩარიცხვები დამიფიქსირდეს, რადგან გაშავებული ვარ. თუ გინდა, ტელეფონის ნომერს ჩავიწერ და უფროსს დაველაპარაკები. ჩემი "ნაპარნიკი" წასვლას აპირებს და იქნებ მის მაგივრად აგიყვანონ.
მე ფასებითაც დავინტერესდი.

- სექსი და მასაჟი ნახევარი საათი 50 ლა­რია. თუ გინდა, გოგონებს გაჩვენებ. სულ 6 გოგო მყავს, 2 დაკავებულია, თუ დაელოდები, ისინიც მალე გამოვლენ. ფასს არ დააკლდება, თუ გაწყობს, რომელიმე წაიყვანე, თუ არადა, აქედან გაბრძანდი...

ეს უკვე გლდანში ხდება: "ყველა­ გოგო თავისუფალია, აირჩიე, რომელიც გინდა და დაილაპარაკეთ. ერთი საათი ჩვენთან 100 ლარია. გოგონებს სხვაგან ვერ გაგატან!"
ამავე რაიონში, ერთსართულიანი სასტუმროს წინ, კლიენტის დანახვაზე გოგონა გამოდის: "ორი გოგო ერთსაათიანი­ სექსი 130 ლარი - 30 ლარი ნომერი, ერთი გოგოს ფასი - 50 ლარი... სხვაგან არ დავდივართ, თუ წასაყვანად გინდათ ვინმე, გზას ჩაუყევით, "ზაპრავკასთან" დგანან გოგოები", - მიხსნის და უკან ბრუნდება.

P.S. საქართველოში პროსტიტუციის გამოვლენის მაჩვენებლის მიხედვით, ყველაზე მეტი სექსმუშაკი თბილისში გვხვდება, შემდეგ მოდის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი... გახდება თუ არა პროსტიტუცია ლეგალური, ან გაქრება თუ არა ეს უძველესი პროფესია, დრო გვიჩვენებს, მანამდე კი იცოდეთ, ეს საქართველოა, სადაც ყოველ ნაბიჯზე საროსკიპოა, პროსტიტუცია კი - დასჯადი!..

ზურა სოლომნიშვილი
ზაზა
27 აგვისტო 2019 15:21
უნდა იყოს თუ არა პროსტიტუცია ლეგალური ეს ცალკე თემაა, მაგრამ ვინაიდან დღესდღეობით პროსტიტუცია არალეგალურია საინტერესოა რას აკეთებს შსს, რატომ იბრმავებს თვალებს, არ ევალებათ კანონის დაცვა?
...
25 აგვისტო 2019 23:39
მანანა საჭიროა ლეგალიზაცია დაცული იქნება კლიენტის და ქალიც
ლუკა
25 აგვისტო 2019 20:22
მომხრე ვარ პროსტიტუციის ლეგალიზაციის! იმ მიზეზების გამო, რომ სექსმუშაკი და კლიენტი, ორივე დაცული იქნება და ასვე იქნება საზოგადოება დაცული. მეძავი დაცული იქნება ძალადობისგან, შეურცხყოფისგან, ფინანსური მაქინაციისგან, ტრაფიკინგისგან, ძალოვანი სტრუქტურების და კრიმინალური ელემენტებისგან შევიწროებისგან და ექსპლუატაციისგან, ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობის შერყევისგან. კლიენტი დაცული იქნება სანიტარული და ჯანდაცვის ნორმების სახელმწიფოს მიერ კონტროლის შედეგად.
პროსტიტუცია უნდა გახდეს ლიცენზირებული პროფესია, კერძო ბიზნესი. პროსტიტუცია უნდა გახდეს ზონური გეოგრაფიული პრინციპით დაშვებული. სასწავლო და საგანმანათლებლო ცენტრებიდან მოშორებით. სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს პროსტუტუციაში დასაქმებულთა რაოდენობას და საროსკიპოების დაწესებულებებს. პროსტიტუტს უნდა ქონდეს სახელმწიფო საპენსიო ფონდით მოხმარების უფლება.

დროა საქართველოს პარლამენტმა გადადგას ნაბიჯი პროსტიტუციის ლეგალიზაციის მხრივ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?