"ქართულ პროდუქტებში აღმოჩენილი "სუდანი" ძირითადად გამოიყენება დიზელის საწვავისა და ბურთულებიანი პასტების წარმოებაში"
"ქართულ პროდუქტებში აღმოჩენილი  "სუდანი" ძირითადად გამოიყენება დიზელის საწვავისა და ბურთულებიანი პასტების წარმოებაში"
"1 ლარი რომ ღირს წიწაკა ჩილი, როგორ შეიძლება ის ნატურალური იყოს? ამ პროდუქციის მარტო პლასტმასის ქილა და მისი თავსახური ეღირება მთლიანი ღირებულების 70%-ზე მეტი"

საქართველოს "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, 42 დასახელების პროდუქტიდან 6-ში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა. მათი ინფორმაციით, მართალია, არასაკვები საღებავები სურსათში მცირე ოდენობით იყო მაგრამ მისი სისტემატური მოხმარება­ ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. ორგანიზაციამ შეამოწმა ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის
(დაფქული) ნიმუშები, რომელიც გერმანიის ლაბორატორიაში­ არასაკვ­ები საღებავების ჯგუფის­ შემცველობის შესამოწმებლად გაიგზავნა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტ ხათუნა­ ახალაიას­ მივმართეთ.

"სუდანი" ძირითადად გამოიყენება დიზელის საწვავისა და ბურთულებიანი პასტების წარმოებაში"

რამაზ გახოკიძე, პროფესორი:
- "სუდანი" მიეკუთვნება ე.წ. აზოსაღებავების ჯგუფს, რომელიც არასაკვები საღებავია,
მისი სხვადასხვა ვარიაცია იძლევა ყვითელ, წითელ და ფორთოხლისფერ შეფერილობებს. ძირითადად გამოიყენება დიზელის საწვავის, ბურთულებიანი პასტების წარმოებაში, ასევე საპოხი მასალების და ქსოვილების შესაღებად. "სუდანი" განსაკუთრებით საშიშია, რადგან ცხიმში ხსნადია და ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ცხიმოვან უჯრედებში გროვდება. კანცეროგენური ნივთიერება მოქმედებს გენეტიკურ აპარატზე, რაც იწყებს დეფორმაციას და ხდება მუტაციები, მუტაციამ კი ადვილად შესაძლებელია საფუძველი დაუდოს ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას.

საკვები დანამატების ჩამონათვალში ფიგურირებს E 110 - ფორთოხლისფერი "სუდანი", რომელსაც ბევრ სასმელში ვხვდებით - განსაკუთრებით ხშირად უალკოჰოლო ფორთოხლისფერ სასმელებში. ასე რომ, ერიდეთ ფორთოხლისფერ სასმელებს.

ლიმონათებსა და ნაყინებში ხშირად გამოიყენება სინთეზური საღებავი, "სუდანის" ტიპის მსგავსი ტარტრაზინი Е102, რაც ბავშვებში იწვევს ალერგიას, კანის დაავადებებს, ყურადღების დაქვეითებას, ჰიპერაქტიურობას, მხედველობისა და ძილის დარღვევას. ის კანცეროგენია, კიბოს წარმომქმნელი. ამიტომაა, რომ ლიმონათის დალევას ყველას ვუკრძალავ, თუ მაინცდამაინც, ფერადს ნუ დალევთ, ლიმონის დალიეთ. ის უფერულია.აზორუბინი E 122-ც "სუდანის" ტიპის აზოსაღებავია, წითელი ფერის. ბავშვებში იწვევს ყურადღების გაფანტვას, ზრდის კიბოს წარმოქმნის ალბათობას, ღვიძლის, თირკმელებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას, მარილების დაგროვებას. ამ საღებავებს იღებენ ქვანახშირის ფისისგან. აზოსაღებავები ძალიან იაფია და ყველგან ვხვდებით - როგორც საკვებში, ასევე კოსმეტიკაში, პირადი ჰიგიენის საშუალებებში, შამპუნებში, დეზოდორანტებში, თმის საღებავებში.

გარდა აზოსაღებავებისა, ვიღებთ სხვა მომწამლავ პროდუქტებსაც, მაგალითად, ტყვიას. ტყვია მოქმედებს თავის ტვინზე, იწვევს გონებრივ ჩამორჩენას, სიმსივნეს, სმენის დაქვეითებას, ზრდაში შეფერხებას, აგრესიას. იმ რეგიონებში, სადაც გარემო ტყვიითაა დაბინძურებული, 4-ჯერ მეტია დანაშაულის დონე, ვიდრე იქ, სადაც ტყვიის კონცენტრაცია მინიმალურია.

საშიშია შაქრის შემცვლელებიც. მაგალითად, საქარინი E954 . არ ასუქებს, მაგრამ ამწვავებს ნაღველკენჭოვან დაავადებებს, იწვევს შარდის ბუშტის კიბოს. არაკალორიულია ასპარტამის დამატკბობელიც - E951 და ათასობით დასახელების პროდუქტში გამოიყენება. მისი ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ტვინის კიბოს, საჭმლის მონელების სისტემის დარღვევას, ალერგიას, დეპრესიას, უძილობას, ოდნავი შეთბობით კი მასში ისეთი შხამები გამოიყოფა, რომ კანცეროგენურ ნივთიერებად გარდაიქმნება.

დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენს კულინარიაში პალმის ზეთი შემოვიდა. ის ძალიან სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, მაგრამ საშიშროებას წარმოადგენს ტექნიკური, გაუფილტრავი პალმის ზეთი, რაც გაფილტრულზე 5-ჯერ იაფია და იწვევს ონკოლოგიური დაავადებების პროვოცირებას, ქოლესტერინის ბალთების წარმოქმნას. ჩვენს პროდუქტებს აწერია, რომ შეიცავს პალმის ზეთს, მაგრამ არავინ იცის, გაფილტრულია თუ არა. ბოთლს კი აწერია "მცენარეული ზეთი", მაგრამ წადი და გაარკვიე, მზესუმზირისაა, ზეითუნის თუ პალმის გაუფილტრავი.

იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრის" 19 აგვისტოს ნომერში ან გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად
მარო
23 აგვისტო 2019 17:28
ტიტონ უნდა აკეტოტ ტკემალიც და აჯიკაც აგარ მოიცამლებიტ
tamari
20 აგვისტო 2019 18:17
ras bodialobt , tu aseti mavnebelia rogor gadmovida evropis sazgvari da tavisuplad ikideba saberdznetshi tkemali 3 saxeobis da kartuli sxva nacarmic , mokled tkvit rom gindat chadzirot es carmoeba iseve rogorc cleebis cin gurdjaanis nakinis chadzirva gindodat magram ver chadziret
მერაბი
19 აგვისტო 2019 16:05
მეც არ მიკვირს კაცო? ამ ბოლო ხანს აღმართზე მესამე სიჩქარე თუ არ გადავრთე,ისე ვერ ავდივარ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-11-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა