როგორი ამინდი იქნება საქართველოში 19-23 აგვისტოს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 19-23 აგვისტოს

19-23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.