"ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში ცვლილებებია და საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი"
"ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში ცვლილებებია და საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი"
დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს მრევლს და მორწმუნეებს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.

"ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფერისცვალება მოხდეს ჩვენში. ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია
ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს. წყალობა ღვთისა, ნათელი ღვთისა, მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს," - ბრძანა პატრიარქმა.

საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, დილიდან სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები