დიდ დიღომში, სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა - კვირის პალიტრა

დიდ დიღომში, სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წყლის გამაცხელებელი ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელი ბინის აბაზანაში იყო დამონტაჟებული.

დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"