ხანძარი კაჭრეთში - ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
ხანძარი კაჭრეთში - ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებაში ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

"სოფელ ზემო კაჭრეთში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს. ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის 4 სახანძრო- სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი. დასახმარებლად გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, 6 მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა
სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", - აცხადებენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები