ხანძარი კაჭრეთში - ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო - კვირის პალიტრა

ხანძარი კაჭრეთში - ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებაში ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

"სოფელ ზემო კაჭრეთში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს. ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის 4 სახანძრო- სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი. დასახმარებლად გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, 6 მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", - აცხადებენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"