"ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე გათავისუფლებულია" - კიდევ ვინ გაუშვეს "რუსთავი 2"-დან? - კვირის პალიტრა

"ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე გათავისუფლებულია" - კიდევ ვინ გაუშვეს "რუსთავი 2"-დან?

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ადასტურებს, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლებულია.

როგორც სალიამ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არხს ტოვებს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე შვებულებაში იმყოფებიან, მათ შორის ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი. სალია ადასტურებს არხიდან ნანუკა ჟორჟოლიანის წასვლასაც.

"ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე გათავისუფლებულია და მასთან ერთად გათავისუფლდება რამდენიმე ადამიანი, თუმცა ისინი ამ ეტაპზე შვებულებაში იმყოფებიან და შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს და მის მესაკუთრეს, იყოს კომპანიაში დასაქმებული", - განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, "თუ ადგილი არ ექნება ინტერესთან კონფლიქტს, არც ერთ ადამიანთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, პოზიტიურის გარდა".

იხილეთ ასევე: პაატა სალია ადასტურებს, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძე განიხილება

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო