პაატა სალია ადასტურებს, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძე განიხილება - კვირის პალიტრა

პაატა სალია ადასტურებს, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძე განიხილება

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ადასტურებს, რომ ნინო შუბლაძე ერთ-ერთია, ვისი კანდიდატურაც საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილება.

თუმცა, პაატა სალიას განმარტებით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ბევრ ადამიანთან იყოს.

"ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო, თუმცა სხვა ადამიანებთანაც არის საუბარი," - განაცხადა პაატა სალიამ.

ამასთან, მან არ დააკონკრეტა, ვისთან მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი.

იხილეთ ასევე: "ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე გათავისუფლებულია" - კიდევ ვინ გაუშვეს "რუსთავი 2"-დან?

იხილეთ ვიდეო