სალია არ გამორიცხავს, რომ გვარამიას გარდა, სასამართლოს "რუსთავი 2"-ის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგაც მიმართონ - კვირის პალიტრა

სალია არ გამორიცხავს, რომ გვარამიას გარდა, სასამართლოს "რუსთავი 2"-ის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგაც მიმართონ

მელაძის და სხვების, მათ შორის, ლაფერაშვილის, ანჯაფარიძის, გაბუნიას გათავისუფლება გამოწვეულია იმ ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე, იმ ზარალიდან გამომდინარე, რაც კომპანიას მიადგა, - ამის შესახებ ტელეკომოპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სალიამ განაცხადა, აღნიშნულ პირებს შესაძლოა, უჩივლონ.

"ვფიქრობთ, ისევე, როგორც გვარამიას წინააღმდეგ, ამ პიროვნებების წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა. შესაბამისად, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ვედავოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან არიან წამყვან თანამდებობებზე. აშკარად შეუთავსებლობა და ინტერესთა კონფლიქტი იქნება", - განაცხადა სალიამ.

როგორც სალიამ აღნიშნა, სარჩელზე მუშაობენ და გარკვეული დასაბუთება უკვე არსებობს.

"არსებობს დასაბუთება იმაზე, რაც 2015 წელს მოხდა. შემდგომ იყო შეძენილი ბინები 2016-ში. რაღაც თანხების განაწილება მოხდა 2017-ში. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ სამოქალაქო სარჩელში", - განაცხადა სალიამ.

იხილეთ ასევე: "ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე გათავისუფლებულია" - კიდევ ვინ გაუშვეს "რუსთავი 2"-დან?

"ინტერპრესნიუსი"