"ერთ კვირაში ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება: ველოდები შვილებს" - რას ამბობს ნოდარ მელაძე "რუსთავი 2"-იდან გათავისუფლების შემდეგ
"ერთ კვირაში ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება: ველოდები შვილებს" - რას ამბობს ნოდარ მელაძე "რუსთავი 2"-იდან გათავისუფლების შემდეგ
"რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი პა­ა­ტა სა­ლია ადას­ტუ­რებს, რომ არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნო­დარ მე­ლა­ძე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია.

რო­გორც სა­ლი­ამ ცოტა ხნის წინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, არხს ტო­ვებს კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე შვე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, მათ შო­რის ეკა კვე­სი­ტა­ძე, გი­ორ­გი გა­ბუ­ნია, გი­ორ­გი ლა­ფე­რაშ­ვი­ლი. სა­ლია ადას­ტუ­რებს არ­ხი­დან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის წას­ვლა­საც.

"ერთი თვე და ორი დღე მო­ვა­ხერ­ხეთ, პი­რა­დად მე შევ­ძე­ლი შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა "კუ­რი­ე­რი" ისე­თი, რო­გო­რიც იყო. 2 წელი და რამ­დე­ნი­მე თვე ვი­მუ­შა­ვე "რუს­თა­ვი 2"-ის
სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­ძღვა­ნე­ლად, არას­რუ­ლი 6 წელი "რუს­თა­ვი 2"-ში და ეს არის ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო პე­რი­ო­დი ჩემს სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­რი­ე­რა­ში.

ძა­ლი­ან მიმ­ძიმს ახლა "კუ­რი­ერ­ზე" სა­უ­ბა­რი წარ­სულ დრო­ში, რად­გან ბოლო 2 წლი­სა და რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთე­ლი ჩემი ენერ­გია, მთე­ლი ჩემი დრო ჩავ­დე იმა­ში, რომ "კუ­რი­ე­რი" ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი,
რო­გო­რიც არის - ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. სწო­რედ ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში იყო "კუ­რი­ე­რის" ის­ტო­რი­უ­ლი, პი­კუ­რი რე­ი­ტინ­გე­ბი, რაც ადას­ტუ­რებს, რომ ჩვენ ვქმნი­დით პრო­დუქტს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წო­ნე­ბას და ნდო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

დღეს პა­ა­ტა სა­ლი­ამ და­მი­ძა­ხა და მი­თხრა, ბრი­ფინ­გამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე, რომ მე ვარ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან და ეს არის ქი­ბარ ხალ­ვა­შის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო დღეს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ისი­ნი ეძებ­დნენ სა­ბაბს და ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად, რომ ჩემი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღოთ. თუმ­ცა, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ ამ სა­ბა­ბის მო­ძებ­ნა", - აცხა­დებს მე­ლა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ სად გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას ნო­დარ მე­ლა­ძე, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს ყო­ფილ­მა უფ­როს­მა გა­ნა­ცხა­და:

"სა­მუ­შა­ოს გაგ­რძე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა თქმა უნდა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მაქვს. თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად სად გა­ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას არ გა­და­მი­წყვე­ტია. შე­მო­თა­ვა­ზე­ბაა სხვა­თა­შო­რის ერთ-ერთი მოქ­მე­დი ტე­ლე­ვი­ზი­ის­გა­ნაც, ასე­ვე სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­გან. არ მი­მი­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჯერ უნდა დავ­ფიქ­რდე. ერთ კვი­რა­ში ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი დგე­ბა: ვე­ლო­დე­ბი შვი­ლებს და ერთ კვი­რის მერე გა­დავ­წყვეტ, სად გა­ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას" - აღ­ნიშ­ნა მე­ლა­ძემ.
ტასიკო
21 აგვისტო 2019 12:04
ვაიმე ეს რა დაგმართვნია?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?