ბათუმში 22 წლის ბიჭი დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით გარდაიცვალა
ბათუმში 22 წლის ბიჭი დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით გარდაიცვალა
ბათუმში 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "მედ ცენტრში" განუცხადეს, კლინიკაში ორი გოგო და კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ბიჭი გუშინ, გამთენიისას შეიყვანეს.

"19 აგვისტოს, გამთენიისას, 05:05 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა ორი გოგონა და ერთი ბიჭი. გოგონები უკვე გავწერეთ, 22 წლის ბიჭი კი კომატოზურ მდგომარეობაში იყო და გარდაიცვალა. ის მაშინვე გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე, დაისვა დიაგნოზი: დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტი. პაციენტს შესაბამისი პირველადი მკურნალობა ჩაუტარდა, გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ
მოხერხდა, სიკვდილის მიზეზი გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა იყო. პაციენტი 17:02 საათზე გარდაიცვალა", - განუცხადეს "მედ ცენტრში" "ინტერპრესნიუსს".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?