გვარამია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს: "დარჩენა თუ გინდათ, ღიად უნდა თქვათ, რომ რჩებით ივანიშვილის ტელევიზიაში - გეყოფათ მაიმუნობა" - კვირის პალიტრა

გვარამია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს: "დარჩენა თუ გინდათ, ღიად უნდა თქვათ, რომ რჩებით ივანიშვილის ტელევიზიაში - გეყოფათ მაიმუნობა"

დარჩით, იქნებით ბიძინას ტელევიზიის თანამშრომლები. არავის არ გვადარდებს, სადაც გინდათ, იქ იყავით, - ამ სიტყვებით "რუსთავი 2" -ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ამავე ტელეკომპანიის თანამშრომლებს იმ ნაწილს მიმართა, ვინც ტელეკომპანიაში დარჩება. მისი თქმით, მათ ვისაც ამ არხზე დარჩენა უნდა, პირდაპირ უნდა თქვან, რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში რჩებიან.

"დარჩით, იქნებით ბიძინას ტელევიზიის თანამშრომლები. არავის არ გვადარდებს, სადაც გინდათ, იქ იყავით. თქვენს პრემიებსაც ამოვიღებთ და დაგითვლით, რა პრობლემაა, მაგრამ დარჩენა თუ გინდათ, ღიად უნდა თქვათ, რომ რჩებით ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში. გეყოფათ მაიმუნობა," - განაცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ინტერპრესნიუსი"