"საზოგადოება აუცილებლად მიხილავს "მთავარ არხზე", სადაც გადაცემა მექნება"
"საზოგადოება აუცილებლად მიხილავს "მთავარ არხზე", სადაც გადაცემა მექნება"
ძალიან ბევრი ადამიანი დატოვებს "რუსთავი 2-ს", მე მოლოდინი მაქვს, რომ თითქმის ყველა დატოვებს, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ყოფილმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ტელეარხზე საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტი გამოეხმაურა დიანა ჯოჯუასა და მიხეილ სესიაშვილის მიერ "რუსთავი 2-ის" დატოვებას და დადებითად უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას, ელოდება თუ არა, რომ მათ ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებიც შეუერთდებიან. "რა თქმა უნდა, შეუერთდებიან, ძალიან ბევრი ადამიანი დატოვებს "რუსთავი 2"-ს. მე მოლოდინი მაქვს, რომ თითქმის ყველა დატოვებს "რუსთავი
2"-ს და "რუსთავი 2" აღარ იქნება. რა თქმა უნდა, ლოგო დარჩება, შეფუთვაც, მაგრამ ეს ადამიანები აღარ იქნებიან", - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, მოულოდნელი არ ყოფილა ის, რაც მოხდა.

"ყველა ველოდებოდით და ყველამ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებები თავიდანვე კეთდებოდა სალიას, ხალვაშის
მიერ, რომ არავინ გათავისუფლდებოდა. პირადად ჩემზეც ბევრჯერ დაუსვამთ კითხვა ჟურნალისტებს და მოვისმინეთ სალიასგან, რომ მე ჩვეულებრივად დავბრუნდებოდი ეთერში. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რაიმე საბაბს იპოვიდნენ იმისთვის, რომ სექტემბრამდე, ვიდრე ახალი სეზონი დაიწყებოდა, ჩვენ მოვეცილებინეთ თავიდან.
ასე რომ, გასაკვირი აქ არაფერია, ამას ჩვენ ვამბობდით ჯერ კიდევ როდის. ჩემს შემთხვევაში საბაბი რამდენიმე ჩემი კოლეგის მსგავსად არის ის, რომ მე თურმე დიდი პრემიები ამიღია. დიახ, მე მქონდა დიდი ანაზღაურება, მქონდა პრემიებიც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა", - განაცხადა გაბუნიამ.

ჟურნალისტის თქმით, თუ მოხდება სარჩელის შეტანა ახლანდელი მენეჯმენტის მიერ არხის რამდენიმე უკვე ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ, ამას საპასუხო სარჩელი მოჰყვება.

"არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. ერთ-ერთი მთავარი სახე ვიყავი ტელევიზიის და რა თქმა უნდა, მქონდა დიდი ანაზღაურება. თუ მოხდება სარჩელის შეტანა, საპასუხო სარჩელს შევიტანთ ჩვენც და ისედაც ვაპირებთ სარჩელის შეტანას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი კონტრაქტის პირობები დაირღვა, რადგან ასე მოულოდნელად გაგვიშვეს სამსახურიდან", - განაცხადა გაბუნიამ.

მანვე ისაუბრა საკუთარი სამომავლო გეგმების შესახებაც.

"საზოგადოება აუცილებლად მიხილავს "მთავარ არხზე", როგორც აქამდე მხედავდნენ. მე აქამდე ვთვლიდი და ასე ვამბობდი, რომ მთავარი არხი იყო "რუსთავი 2", ახლა ჩვენი აზრით, მთავარი არხი იქნება სხვაგან და მას პირდაპირ ასე ერქმევა - "მთავარი არხი". გადაცემა მექნება, ისევ პოლიტიკასთან იქნება კავშირში, დაახლოებით ისეთივე სტილში. იუმორისტულ გადაცემას არ წავიყვან, რადგან იუმორისტული გამოხტომები მაინც მაქვს ხოლმე გადაცემებში. დაახლოებით იმავეს გავაკეთებ, რასაც აქ ვაკეთებდი ხოლმე", - აღნიშნა გაბუნიამ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო


ერთ-ერთი მთავარი სახე ვიყავი ტელევიზიის ...
21 აგვისტო 2019 14:16
მერე ხარაკირი რატომ გაიკეთე და გაუკეთე რუსთავი2-ს

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა