"კურიერი" ეთერში არც 12:00 საათზე გავიდა - ტელეკომპანია ინფორმაციას ავრცელებს
"კურიერი" 12:00 საათზე ეთერში არ გავიდა. ამის შესახებ ტელეკომპანიამ ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე გაავრცელა.
ტელეკომპანია მიზეზად "არხზე მიმდინარე მოვლენებს" ასახელებს.
აღსანიშნავია, რომ 21:00 საათიანი "კურიერის" მსგავსად, ეთერში "კურიერი" არ გასულა არც დილით, 09:00 საათზე.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არხის ჟურნალისტებს ხვდება.
"ინტერპრესნიუსი"