"კურიერი" ეთერში არც 12:00 საათზე გავიდა - ტელეკომპანია ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"კურიერი" ეთერში არც 12:00 საათზე გავიდა - ტელეკომპანია ინფორმაციას ავრცელებს

"კურიერი" 12:00 საათზე ეთერში არ გავიდა. ამის შესახებ ტელეკომპანიამ ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე გაავრცელა.

ტელეკომპანია მიზეზად "არხზე მიმდინარე მოვლენებს" ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ 21:00 საათიანი "კურიერის" მსგავსად, ეთერში "კურიერი" არ გასულა არც დილით, 09:00 საათზე.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არხის ჟურნალისტებს ხვდება.

"ინტერპრესნიუსი"