"არა­ერ­თგზის შე­ვა­ქე სა­კუ­თა­რი თავი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო" - რას წერს აკაკი გოგიჩაიშვილი "ფეისბუკში"
"არა­ერ­თგზის შე­ვა­ქე სა­კუ­თა­რი თავი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო" - რას წერს აკაკი გოგიჩაიშვილი "ფეისბუკში"
ჟურ­ნა­ლის­ტი აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც 20-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, 2017 წელს და­ტო­ვა "რუს­თა­ვი 2", ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა. მისი თქმით, "მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი მე­დია ვერ ჩა­ით­ვლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად, პარ­ტი­უ­ლი მე­დია ვერ შექ­მნის მა­ღალ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას".

"თა­ვი­სუ­ფა­ლია მხო­ლოდ ის მე­დია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია და მუ­შა­ობს მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლი, სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით, რო­მე­ლიც სა­უბ­რობს ფაქ­ტე­ბით, არა­ე­მო­ცი­უ­რად; ნე­ბის­მი­ერ მე­დი­ას, რა­ო­დენ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლიც არ უნდა იყოს, აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა თუკი არ აქე­ზებს ძა­ლა­დო­ბას, დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, არ იყე­ნებს უცენ­ზუ­რო ლექ­სი­კას, თუმ­ცა მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი მე­დია ვერ ჩა­ით­ვლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად,
პარ­ტი­უ­ლი მე­დია ვერ შექ­მნის მა­ღალ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას.

წლე­ბის წინ "რუს­თა­ვი 2"-მა და­ი­წყო მა­ღა­ლი მე­დია-სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბა და სწო­რედ ამი­ტო­მაც მე ვი­ყა­ვი მისი გუნ­დის წევ­რი, სწო­რედ ამი­ტომ იყო, რომ ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც არხზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მიჰ­ქონ­და რა­ი­მე სა­ხის შე­ტე­ვა, ხალ­ხი ქუ­ჩა­ში დგე­ბო­და მის და­სა­ცა­ვად. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს "რუს­თა­ვი 2" ის
გა­ჩე­რე­ბას არ გა­მო­უწ­ვე­ვია სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ ბოლო წლე­ბია "რუს­თა­ვი 2"-მა და­კარ­გა ის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც მას თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის კა­ტე­გო­რი­ას აკუთ­ვნებ­და.


22 წელი ვი­მუ­შა­ვე ამ არხზე, უამ­რა­ვი ძალ-ღონე შე­ვა­ლიე მეც და ჩემი გუნ­დის წევ­რებ­მა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ხის სა­ხე­ლი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბას, თუმ­ცა ბოლო წლებ­ში, ნიკა გვა­რა­მი­ას პო­ლი­ტი­კის გამო ამის გა­კე­თე­ბა სულ უფრო ძნე­ლი ხდე­ბო­და და ბო­ლოს სა­ერ­თოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, რის გა­მოც წა­მო­ვე­დი არ­ხი­დან და შემ­დეგ არა­ერ­თგზის შე­ვა­ქე სა­კუ­თა­რი თავი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, იმის შემ­ხედ­ვა­რე თუ რა­საც ვის­მენ­დი, თუ ვხე­დავ­დი ეკ­რა­ნი­დან.

უსა­მარ­თლოა ის, რაც ხდე­ბა "რუს­თა­ვი 2"-თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­უ­ღე­ბე­ლია ის რაც ხდე­ბა ზო­გა­დად მე­დი­ა­ში, თუმ­ცა კი­დევ უფრო და­სა­ნა­ნია, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის მფლო­ბე­ლებ­მა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, მის­ცა იმით, რომ მკა­ფიო მი­კერ­ძო­ე­ბი­თა და მა­ღალ სტან­დარტზე უა­რის თქმით, არხს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მას­თან ერ­თად სა­ერ­თო სა­ხალ­ხო მხარ­და­ჭე­რა და­ა­კარ­გი­ნა" - წერს გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე. (წყარო)


ტოტო
21 აგვისტო 2019 22:17
გამოვიდა სიმართლის მთქმელი,რაც შენ ვალერი ასათიანს აკადრე კიდევ რამეზე ლაპარაკობ.სამარცხვინო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?