"არა­ერ­თგზის შე­ვა­ქე სა­კუ­თა­რი თავი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო" - რას წერს აკაკი გოგიჩაიშვილი "ფეისბუკში" - კვირის პალიტრა

"არა­ერ­თგზის შე­ვა­ქე სა­კუ­თა­რი თავი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო" - რას წერს აკაკი გოგიჩაიშვილი "ფეისბუკში"

ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი, რომელმაც 20-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2017 წელს დატოვა "რუსთავი 2", ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, "მიკერძოებული მედია ვერ ჩაითვლება თავისუფლად, პარტიული მედია ვერ შექმნის მაღალ ჟურნალისტიკას".

"თავისუფალია მხოლოდ ის მედია, რომელსაც შეუძლია და მუშაობს მაღალპროფესიული, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტებით, რომელიც საუბრობს ფაქტებით, არაემოციურად; ნებისმიერ მედიას, რაოდენ მიკერძოებულიც არ უნდა იყოს, აქვს არსებობის უფლება თუკი არ აქეზებს ძალადობას, დისკრიმინაციას, არ იყენებს უცენზურო ლექსიკას, თუმცა მიკერძოებული მედია ვერ ჩაითვლება თავისუფლად, პარტიული მედია ვერ შექმნის მაღალ ჟურნალისტიკას.

წლების წინ "რუსთავი 2"-მა დაიწყო მაღალი მედია-სტანდარტის დამკვიდრება და სწორედ ამიტომაც მე ვიყავი მისი გუნდის წევრი, სწორედ ამიტომ იყო, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც არხზე ხელისუფლებას მიჰქონდა რაიმე სახის შეტევა, ხალხი ქუჩაში დგებოდა მის დასაცავად. სამწუხაროდ, დღეს "რუსთავი 2" ის გაჩერებას არ გამოუწვევია სახალხო მღელვარება, სამწუხაროდ ბოლო წლებია "რუსთავი 2"-მა დაკარგა ის მაღალი სტანდარტი, რომელიც მას თავისუფალი მედიის კატეგორიას აკუთვნებდა.

22 წელი ვიმუშავე ამ არხზე, უამრავი ძალ-ღონე შევალიე მეც და ჩემი გუნდის წევრებმა ამ ხნის განმავლობაში არხის სახელისა და პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებას, თუმცა ბოლო წლებში, ნიკა გვარამიას პოლიტიკის გამო ამის გაკეთება სულ უფრო ძნელი ხდებოდა და ბოლოს საერთოდ შეუძლებელი გახდა, რის გამოც წამოვედი არხიდან და შემდეგ არაერთგზის შევაქე საკუთარი თავი ამ გადაწყვეტილების გამო, იმის შემხედვარე თუ რასაც ვისმენდი, თუ ვხედავდი ეკრანიდან.

უსამართლოა ის, რაც ხდება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, მიუღებელია ის რაც ხდება ზოგადად მედიაში, თუმცა კიდევ უფრო დასანანია, რომ "რუსთავი 2"-ის მფლობელებმა და ადმინისტრაციამ თავიანთი პოლიტიკით ხელისუფლებას ამის საშუალება მისცა, მისცა იმით, რომ მკაფიო მიკერძოებითა და მაღალ სტანდარტზე უარის თქმით, არხს თავისუფლება და მასთან ერთად საერთო სახალხო მხარდაჭერა დააკარგინა" - წერს გოგიჩაიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს უკვე აცნობეს გაბუნიას განთავისუფლების ამბავი?" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" "რუსთავი 2"-დან ჟურნალისტების გაშვებას