დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ხელშეკრულება გაფორმდა - კვირის პალიტრა

დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ხელშეკრულება გაფორმდა

ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია "რაინეარს" შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო" ბრაიენმა მოაწერეს.

Ryanair-ი საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.

"ინტერპრესნიუსი"